21 ნოემბერს თელავში, ახმეტაში, ყვარელსა და ლაგოდეხში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

21 ნოემბერს თელავში, ახმეტაში, ყვარელსა და ლაგოდეხში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

20-11-2020, 16:19

122 - ჯერ

მეათე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად სამზადისი დასრულებულია. თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ხვალ, 21 ნოემბერს, 150 საარჩევნო უბანი 7 საათზე გაიხსნება, კენჭისყრის პროცედურა კი 8 საათიდან დაიწყება. ნომერ მე-17 საოლქო კომისიაში ბიულეტენები გუშინ ჩამოვიდა. დღეს კი საარჩევნო უბნებს დაურიგდა. იმის მიუხედავად, რომ ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი მეორე ტურზე უარს ამბობს, გიორგი ბოტკოველის სახელი და გვარი ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად ბიულეტენში მაინც იქნება. მეათე მაჟორიტარულ ოლქში 156 ათასი ამომრჩეველია დარეგისტრირებული.скачать dle 10.3фильмы бесплатно

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები