რა სიახლეებს სთავაზობს გურჯაანის ,,ჯეო ჰოსპიტალსის”საავადმყოფო პაციენტებს?

რა სიახლეებს სთავაზობს გურჯაანის  ,,ჯეო ჰოსპიტალსის”საავადმყოფო   პაციენტებს?

21-11-2020, 00:14

271 - ჯერ

გურჯაანის ,,ჯეო ჰოსპიტალსმა” ონლაინ კლინიკა შექმნა. ამიერიდან ,,ჯეო ჰოსპიტალსის” ექიმები კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ, კონსულტაციას ვიდეო ზარის საშუალებით გაუწევენ.ექიმები ვაიბერით, სკაიპით, მესენჯერით, ვოთსაფით ან სხვა ქსელის საშუალებით დაუკავშირდებიან კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს, მოისმენენ მათ ჩივილებს და ,პარალელურად, დააკვირდებიან ვიზუალურად. ვიდეო ზარი ექიმებს გაუადვილებთ, რომ შეაფასონ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დღევანდელი ეპიდვითარების ფონზე, ონლაინ კლინიკა არის საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ შემცირდეს დაინფიცირების რისკი და კლინიკამ შეძლოს მედპერსონალის რესურსის შენარჩუნება. გურჯაანის ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ გუნდს ვიდეო კონსულტაციებისა და ტელემედიცინის ამერიკული პრაქტიკა აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა დავით მრელაშვილმა გაუზიარა. იგი აგრეთვე ტელემედიცინის სპეციალისტია.
,,შევიმუშავე ტელემედიცინის მეთოდი - როგორც აუდიო, ისე ვიდეოზარები და სხვა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება.ამ მიზნით გარკვეული ციფრული აპარატურითაც დავეხმარე კლინიკას, რისი მეშვეობითაც ადგილზევე სატესტო რეჟიმში ვნახეთ რამდენიმე პაციენტი და ჯერჯერობით ძალიან პოზიტიური შედეგები გვქონდა. ნამდვილად დაიზოგა დრო, არაერთმა პაციენტმა აღნიშნა, რომ ონლაინ კლინიკის გახსნამდე დღეების განმავლობაში უწევდათ სასწრაფო დახმარების ცხელ ხაზზე დარეკვა“-აღნიშნა დავით მრელაშვილმა.
ნევროლოგმა და ტელემედიცინის სპეციალისტმა დავით მრელაშვილმა გურჯაანის სამედიცინო ცენტრს საჩუქრად გადასცა 50 პულსოქსიმეტრი. პულსოქსიმეტრი სისხლში ჟანგბადის დონეს საზღვრავს. მედიკოსების განმარტებით, მისი მეშვეობით ექიმებს შეუძლიათ სწრაფად შეაფასონ პაციენტების რეალური მდგომარეობა, რადგან პულსოქსიმეტრი საშუალებას იძლევა, სწრაფად გაირკვეს, რომელი პაციენტია რეალურად მძიმე და უფრო მეტად რომელ პაციენტში იკვეთება ფსიქოლოგიური ფაქტორები. ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით, იგი პაციენტს, ბინაზე მკურნალობის დროს, დროებით სარგებლობაში გადაეცემა.
ავტორი: ნინო სამნიაშვილიскачать dle 10.3фильмы бесплатно

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები