რომელი ობიექტები დაიხურა და რომელი არა გურჯაანის მუნიციპალიტეტში

რომელი ობიექტები დაიხურა და რომელი არა გურჯაანის მუნიციპალიტეტში

30-11-2020, 14:26

422 - ჯერ



გურჯაანის მუნიციპალიტეტში ტანსაცმლისა და საბავშვო სათამაშოების მაღაზიები და ბაზრობა არ დაიხურა. კოვიდ 19-თან დაკავშირებული შეზღუდვა მხოლოდ საქართველოს დიდ ქალაქებში, კახეთში კი თელავში გავრცელდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუშაობა შეაჩერა სპორტკომპლექსმა, სპორტულმა წრეებმა, სიმღერისა და ქორეოგრაფიულმა სტუდიებმა. კვების ობიექტები: კაფეები, ბარები, რესტორნები დაიხურა და გატანის სერვისზე გადავიდნენ. რაც შეეხება იმ ობიექტებს, რომლებიც მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ, აუცილებელია, ჰქონდეთ დეზობარიერი, თერმოსკრინინგი და არ დაუშვან დახურულ სივრცეში ადამინების თავშეყრა. გურჯაანის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში არცერთი იურიდიული პირი არ დაუჯარიმებიათ. მონიტორინგი სისტემატიურად ხორციელდება, როგორც მათი სამსახურის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები