კახეთში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11-01-2021, 11:27

534 - ჯერ



კახეთში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით კი, ბოლო 24 საათში "კოვიდ 19" 551 ადამიანს დაუდასტურდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 371 კვლევა ანტიგენის, 3 527 PCR ტესტით. ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ დედაქალაქშია, თბილისში 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დანარჩენი კი რეგიონებში. გამოჯანმრთელდა 880, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 226 215-მდე გაიზარდა. 23 პაციენტი კი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 796 პირი ემსხვერპლა.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები