კახეთში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

12-01-2021, 11:28

414 - ჯერ



კახეთში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით კი, ბოლო 24 საათში "კოვიდ 19" 1857 ადამიანს დაუდასტურდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 795 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 934 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 861 PCR ტესტით. ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ დედაქალაქშია, თბილისში 754 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დანარჩენი კი რეგიონებში. გამოჯანმრთელდა 993, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 227 208-მდე გაიზარდა. 24 პაციენტი კი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 820 პირი ემსხვერპლა.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები