კახეთში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

13-01-2021, 11:31

92 - ჯერ

კახეთში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით კი, ბოლო 24 საათში "კოვიდ 19" 1 618 ადამიანს დაუდასტურდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 438 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 774 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 664 PCR ტესტით. ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ დედაქალაქშია, თბილისში 750 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დანარჩენი კი რეგიონებში. გამოჯანმრთელდა 403, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 227 611-მდე გაიზარდა. 26 პაციენტი კი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 846 პირი ემსხვერპლა.скачать dle 10.3фильмы бесплатно

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები