როდის გაიხსნება გურჯაანში კულტურისა და დასვენების პარკი

როდის გაიხსნება გურჯაანში კულტურისა და დასვენების პარკი

13-01-2021, 13:51

114 - ჯერ

გურჯაანში კულტურისა და დასვენების პარკი სავარაუდოდ გაზაფხულზე გაიხსნება. თითქმის დასრულებულია ამფითეატრისა და სპორტული მოედნის მშენებლობა, საპიკნიკე ადგილები, მოწესრიგებულია ჯებირები, შიდა გზები, საკომუნიკაციო, საკანალიზაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. ახლა ღია კინოთეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბავშვთა სივრცეებისა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა. პარკის რეაბილიტაციის შემდეგ კი დაიდგმება დასასვენებელი სკამები წარწერით ,,გურჯაანი მეღვინეობის ქალაქი,,. შეგახსნებთ, რომ პარკის რეაბილიტაცია პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივითა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხდება. სამუშაოებზე 3 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.скачать dle 10.3фильмы бесплатно

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები