გურჯაანში 3 მილიონიანი პარკი გაზაფხულზე გაიხსნება-რა კეთდება ტერიტორიაზე?

გურჯაანში 3 მილიონიანი პარკი გაზაფხულზე გაიხსნება-რა კეთდება ტერიტორიაზე?

13-01-2021, 22:32

339 - ჯერ

გურჯაანში კულტურისა და დასვენების პარკი სავარაუდოდ გაზაფხულზე გაიხსნება. თითქმის დასრულებულია ამფითეატრისა და სპორტული მოედნის მშენებლობა. მოწესრიგებულია ჯებირები, შიდა გზები, საკომუნიკაციო, საკანალიზაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. ახლა ღია კინოთეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბავშვთა სივრცეებისა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა. პარკის რეაბილიტაციის შემდეგ კი დაიდგმება დასასვენებელი სკამები წარწერით ,,გურჯაანი მეღვინეობის ქალაქი,,. შეგახსნებთ, რომ პარკის რეაბილიტაცია პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატის , დავით სონღულაშვილის ინიციატივითა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებზე 3 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები