გურჯაანში შალიკაშვილის და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე წყლის სისტემა რეაბილიტირდება

გურჯაანში შალიკაშვილის და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე წყლის სისტემა რეაბილიტირდება

5-03-2021, 08:31

638 - ჯერ



გურჯაანში შალიკაშვილის და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე წყლის და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში, სრულად შეიცვლება ძველი და ამორტიზებული გაყვანილობა. სამუშაოების განხორციელების საჭიროება გურჯაანი- ზიარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციამ მოითხოვა. ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, რომელსაც გურჯაანელები ვაშლების უბანს უწოდებენ, სავარაუდოდ ქვაფენილის ნაცვლად, ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. გურჯაანის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის განმარტებით, ეს თავად მოსახლეობის მოთხოვნაა. გურჯაანი-ზიარის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია რამდენიმე თვეა დაიწყო. ზიარის გზა გურჯაანის 10 სოფელს რაიონულ ცენტრთან აკავშირებს და წლების განმავლობაში სავალალო მდგომარეობაში იყო. პროექტის ღირებულება 4 მილიონი ლარია. თანხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოყო.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები