23 ახალი შემთხვევა და პაციენტების სიმრავლე კოვიდკლინიკაში - ეპიდსიტუაცია ლაგოდეხში

23 ახალი შემთხვევა და პაციენტების სიმრავლე კოვიდკლინიკაში - ეპიდსიტუაცია ლაგოდეხში

21-04-2021, 22:14

92 - ჯერ

23 ახალი შემთხვევა და პაციენტების სიმრავლე კოვიდკლინიკაში - ლაგოდეხში ეპიდსიტუაცია კვლავ კრიტიკულია. გუშინ, 20 აპრილს, კორონავირუსი კიდევ 23 ადამიანს დაუდასტურდა. „კოვიდ 19“-ის შემთხვევები გამოვლინდა დღესაც. მუნიციპალიტეტში ერთი კოვიდკლინიკა მუშაობს, სადაც შექმნილი მდგომარეობის გამო ადგილების დეფიციტია. დღეს დილით სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ 5 თავისუფალი საწოლი იყო. არქიმედეს კლინიკის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ყარალაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში 45 კოვიდინფიცირებულია, მათგან 2 მართვით სუნთქვაზეა. მძიმეა კიდევ 8 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სამსახურმა დახმარების თხოვნით მერიას მიმართა, რათა მოხდეს მოსახლეობის ინფორმირებულობა და მოქალაქეებმა სიმპტომების გამოვლენისთანავე ტესტირება ჩაიტარონ.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები