4 -11 მაისს საქართველოში უქმე დღეებია

4 -11 მაისს საქართველოში უქმე დღეებია

4-05-2021, 12:38

414 - ჯერ



4-11 მაისს საქართველოში უქმე დღეებია გამოცხადებული. საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს.
ამასთან, მთავრობის დადგენილება არ გავრცელდება: პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელ დაწესებულებებზე, ფარმაცევტულ საქმიანობაზე, სურსათის დისტრიბუციასა და რეალიზაციაზე, საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებზე, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანაზე. ასევე სანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურებაზე, საფოსტო და საკურიერო მომსახურებაზე. სამაშველო და დაკრძალვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები