საქართველოში ვაქცინაციაში ჩართულ პირთა წრე ფართოვდება - ვინ ჩაერთვება პროცესში

საქართველოში ვაქცინაციაში ჩართულ პირთა წრე ფართოვდება - ვინ ჩაერთვება პროცესში

4-05-2021, 13:15

483 - ჯერ



საქართველოში ვაქცინაციაში ჩართულ პირთა წრე ფართოვდება. „მიმდინარე კვირას, ვაქცინაციაში ჩაერთვებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში დასაქმებული ადამიანები, ასევე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები“ - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. „მწვანე პასპორტების“ შემუშავებაზე, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა.
„ამასთანავე, საბჭოს ფორმატში, განიხილება სხვადასხვა შეღავათის დაწესება იმ პირებისთვის, რომელთაც ვაქცინაციის სრული კურსი ექნებათ ჩატარებული. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა, როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც იზრდება, თუმცა სისტემა მზადაა ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი და მთავრობა სრულად მართავს პროცესს“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები