ინტერნიუსი საქართველო

ინტერნიუსი  საქართველო
    დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის პროექტი წარადგენს მულტიმედიური ჟურნალისტური მასალების ციკლს “ჯორჯიაპლიუსი”
    23 მაისი, 2017
    “ინტერნიუსი საქართველო” , ინტერნიუს ნეთვორქთან (აშშ) და პარტნიორ მედიაორგანიზაციებთან ერთად იწყებს თემატური მულტიმედიური ჟურნალისტური მასალების გამოქვეყენებას სახელწოდებით „ჯორჯიაპლიუსი.“ მულტიმედიური მასალების პაკეტები, რომლებსაც პროექტის პარტნიორი ცენტრალური მედიასაშუალებები და ჟურნალისტური ჯგუფები დაამზადებენ, განთავსდება პროექტის პარტნიორ ცხრა რეგიონულ მედია ორგანიზაციაში.
    “ჯორჯიაპლიუსი”, რომელშიც ვიდეო, აუდიო, ტექსტური მასალები, ინფოგრაფიკა, ინტერაქტიული რუკები, თამაშები და გამოკითხვები იქნება ჩართული, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებს გააშუქებს. პირველი პაკეტის თემაა ადგილობრივი მმაართველობის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა. იგეგმება ასევე ჯანდაცვის, გარემოსდაცვის, მიგრაციის, ახალგაზრდობის, ტურიზმის, არჩევნების თემების გაშუქება. პარალელურად, ამ თემებს რეგიონული ორგანიზაციებიც გააშუქებენ და მულტიმედიურ მასალებს დაამზადებენ რეგიონში მიმდინარე პროცესებისა და მოვლენების შესახებ. საუკეთესო მასალები ითარგმნება და განთავსდება უკრაინულ და მოლდოვურ მედიაში.
    პროექტის პარტნიორი ცენტრალური მედია საშუალებებია: ჟურნალები “ინდიგო” და “ლიბერალი”, ვებგამოცემები “MyAngle” და “JamNews” ასევე ჟურნალისტთა ჯგუფი (თამთა თვალავაძე, გიორგი ფარქოსაძე, ნინო ვარდოსანიძე). პარტნიორი რეგიონულ მედიაორგანიზაციებია: ტელეკომპანიები “მეგაTV” (ხონი),“თრიალეთი” (გორი), “ბორჯომიTV” (ბორჯომი), “მეცხრეტალღა” (ფოთი), “გურჯაანი” (გურჯაანი), რადიო “ძველიქალაქი”, გაზეთები და ვებგამოცემები “სამხრეთის კარიბჭე”, “კახეთის ხმა”, და qartli.ge.
    ჟურნალისტური პროექტი ხორციელდება რეგიონული პროგრამის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში,მოლდოვასა და უკრაინაში“ ფარგლებში. ჟურნალსიტური კონტენტის წარმოების პარალელურად პროექტის პარტნიორი რეგიონული მედიაორგანიზაციებიიღებენ საგრანტო დაფინანსებას, ასევე ტრენინგებს და კონსულტაციებს მულტიმედიური კონტენტის წარმოების, დისტრიბუციის და გაყიდვების საკითხებზე.
    დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მაია მიქაშავიძეს, პროექტის დირექტორს (ტელ: +995 32 2923396/97, მობ: 599 589 704, ელ.ფოსტა: maia.mikashavidze@gmail.com) ან შორენა ქოჩიაშვილს, პროექტის კოორდინატორს (ტელ: +995 32 2923396/97, მობ: 598 404 401, ელ.ფოსტა: shorena@internews.com)скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი