დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში უნიკალური ფრესკები დააზიანეს

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში უნიკალური ფრესკები დააზიანეს

28-05-2018, 22:28

1044 - ჯერ



დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, უდაბნოს მთავარ ეკლესიასა და სატრაპეზოში უნიკალური ფრესკები დააზიანეს. ფრესკებზე კირის ნატეხითა და მარკერით წარწერებია გაკეთებული. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ მომხდარი ფაქტი ვანდალიზმად შეაფასა და სათანადო მოკვლევისთვის შესაბამის უწყებას მიმართა. სააგენტოს განცხადებით, ფრესკებზე ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებებია და მათი აღდგენა შესაძლებელია. სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს დავით გარეჯის კომპლექსი „ევროპანოსტრას“ საფრთხის შემცველი ძეგლების ფინალური ნუსხის შვიდეულში მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წლიდან ორგანიზაცია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის დონორი ორგანიზაციებიდან ფინანსების მობილიზაციაზე იზრუნებს. უდაბნოს მთავარი ეკლესია IX-XI საუკუნეებით არის დათარიღებული. როგორც მონასტერში აცხადებენ, ფრესკების დაზიანების ეს პირველი შემთხვევა არ არის.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები