კარდენახელი სპორტსმენის, 16 წლის ოთარ ჩახვაშვილის მორიგი წარმატება

კარდენახელი სპორტსმენის, 16 წლის ოთარ ჩახვაშვილის მორიგი წარმატება

19-07-2018, 11:58

3161 - ჯერ



კარდენახელი სპორტსმენის მორიგი წარმატება. 16 წლის ოთარ ჩახვაშვილმა ქალაქ გორში გამართულ გიორგი კანდელაკის სახელობის კრივის საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა მოკრივემ სამი რაუნდი ითამაშა და ფინალში სომეხ სპორტსმენს შეხვდა, რომელიც უპირატესობით დაამარცხა და პირველ ადგილზე გავიდა. ოთარ ჩახვაშვილი ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის კრივის სკოლაში სპორტის ამ სახეობას 6 წელია ეუფლება და 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები