ახალგაზრდული საბჭოს წევრების სამმა ინიციატივამ "ორბელიანი საქართველოს" იდეების კონკურსში გაიმარჯვა

ახალგაზრდული საბჭოს წევრების სამმა ინიციატივამ

16-11-2018, 22:41

718 - ჯერ



ახალგაზრდული საბჭოს წევრების სამი ინიციატივა, არასამთავრობო ორგანიზაცია, "ორბელიანი საქართველოს" იდეების კონკურსის გამარჯვებული გახდა. მარიამ ბაწელაშვილის, თეკლა ჭაჭუკაშვილის და მიშიკო ხვთისიაშვილის ინიციატივით, გურჯაანის საჯარო სკოლებში მწვანე ყუთები განთავსდება, სადაც მოსწავლეები მაკულატურას შეაგროვებენ, ასევე ახალგაზრდებისთვის მოეწყობა სივრცე, სადაც ინგლისური ენის კლუბი, დისკუსიები, კინოჩვენებები და დებატები გაიმართება. სანაპიროს ქუჩაზე მდებარე სტადიონს კი რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. საბჭოს წევრების იდეები კახეთის, თბილისისა და ქვემო ქართლის მასშტაბით დაფინანსებულ 28 იდეას შორის შეირჩა, რომლის განხორციელებასაც დეკემბერში დაიწყებენ.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები