როდის დასრულდება გზების დაგება ახაშენში, ჩუმლაყსა და ვეჯინში?

როდის დასრულდება გზების დაგება ახაშენში, ჩუმლაყსა და ვეჯინში?
    ქალაქ გურჯაანში სანაპიროს ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსის ეზოს მოასფალტების სამუშაოები სამი დღეა შეჩერდა. სამუშაოები აღარ მიმდინარეობს ვეჯინში, ახაშენსა და ჩუმლაყშიც. მერიაში განმარტავენ, რომ ამის მიზეზი არამდგრადი ამინდებია და გზების რაბილიტაცია გამოდარების შემდეგ განახლდება. არადა ხელშეკრულების თანახმად, მშენებლებს სამუშაოების დასრულების ვადა დეკემბრის ბოლომდე აქვთ. მერიაში დარწმუნებულები არიან, რომ ახალ წლამდე ყველა გზა რეაბილიტირებული იქნება და მოსახლოებას გადაადგილების პრობლემა აღარ შეექმნება. შეგახსენებთ, რომ ვეჯინის, ახაშნისა და ჩუმლაყის გზების მოასფალტება სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ იგი მიატოვა, ახლა კი გზების რეაბილიტაციას კომპანია ,,ნიუ პოვერი,,ახორციელებს.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი