სიღნაღის გალავანს კვლავ პირვანდელი სახე დაუბრუნდა

სიღნაღის გალავანს კვლავ პირვანდელი სახე დაუბრუნდა

3-12-2018, 22:19

740 - ჯერ



სიღნაღის გალავანს კვლავ პირვანდელი სახე დაუბრუნდა. სიღნაღის მერიამ თაღს ყვითლად შეღებილი და ნალესი ფენა მოაცილა. შეგახსენებთ, რომ სიღნაღის ისტორიულ გალავანზე უნებართვოდ სამუშაოები, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით სამშენებლო კომპანია „ინსტალ პლუსმა,, შეასრულა. იგი ამისათის12 ათასი ლარით დაჯარიმდა. სიღნაღის ისტორიული გალავნის პატარა და დიდი თაღის სრული რეაბილიტაცია 2019 წელსაა დაგეგმილი. მერიაში აცხადებენ, რომ საკითხის განხილვაში ჩართული იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები