4 დეკემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღე აღინიშნება

4 დეკემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღე აღინიშნება
    მართლმადიდებელი სამყარო დღეს, 4 დეკემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს. ის ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულთა შორის,რომელიც ეკლესიის მიერ არის დადგენილი. ყოვლადწმინდა მარიამის მშობლებმა, იოაკიმემ და ანამ ისე მიაღწიეს მოხუცებულობას, შვილი არ ჰყოლიათ. ისინი უფალს ევედრებოდნენ, რომ მათთვის ბავშვი ებოძებინა, თან აღთქმა დადეს, ძე იქნებოდა თუ ასული, ღმერთს შესწირავდნენ. უფალმა შეისმინა მათი ლოცვა და ცოლ-ქმარს ასული აჩუქა. იოაკიმემ და ანამ ღვთისადმი მიცემული აღთქმა შეასრულეს და როდესაც მარიამი სამი წლის გახდა, იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. ყოვლადწმიდა მარიამი ტაძარში დამკვიდრდა. როდესაც მარიამმა სრულწლოვანებას მიაღწია, მან ქალწულების აღთქმა დადო და თავი უფალს მიუძღვნა. ამ დღის აღსანიშნავად დღეს ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდა.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი