სათამაშო ბიზნესის რეკლამირება შესაძლოა შეიზღუდოს - როგორია მოსახლეობის შეფასება

სათამაშო ბიზნესის რეკლამირება შესაძლოა შეიზღუდოს - როგორია მოსახლეობის შეფასება
    სათამაშო ბიზნესის რეკლამირება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით შესაძლოა მალე აიკრძალოს. ამის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარადგინეს. საუბარია ,,რეკლამის შესახებ „ კანონპროექტზე, რომელიც მიზნად ისახავას აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის საკითხის დარეგულირებას. კერძოდ, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში, აგრეთვე იკრძალება გარე რეკლამის განთავსება მათგან 200 მეტრის რადიუსში. გურჯაანში გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა არა მხოლოდ აზარტული თამაშების რეკლამის, არამედ ზოგადად კაზინოების და ტოტალიზატორების აკრძალვის მომხრეა.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი