ქართული ღვინის ექსპორტმა 78 მლნ ბოთლს მიაღწია

ქართული ღვინის ექსპორტმა 78 მლნ ბოთლს მიაღწია
    ქართული ღვინის ექსპორტმა 78 მლნ ბოთლს მიაღწია. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასული 11 თვის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2017 წლის მთლიან ექსპორტს, როდესაც საქართველოდან ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული რაოდენობის, 76,7 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის როგორც სტრატეგიულ, ასევე ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და პოლონეთი. ასევე იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტირებულია 17,8 მლნ ბოთლი ბრენდი და 360 ათასი ბოთლი ჭაჭა.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი