როდის არის რეკომენდებული ,,ტამიფლუს,, მიღება

როდის არის რეკომენდებული ,,ტამიფლუს,, მიღება
    ანტივირუსულ მედიკამენტ „ტამიფლუთი“ გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მომარაგებულია. პრეპარატი ამიერიდან ორსულების გარდა სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვისაც უფასო იქნება. პრეპარატის მისაღებად საჭიროა ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალურ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს, წარმოადგინონ ექიმის მიერ გაცემული დანიშნულება , ფორმა N100. ინფორმაცია პირის სოციალური სტატუსის შესახებ კი გადამოწმდება. დავით სერგეენკოს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატ ტამიფლუთი ანტივირუსული მკურნალობა სიმპტომების გამოვლენიდან 48 საათის განმავლობაში დაიწყოს. გურჯაანის საზაოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით გასულ კვირას მუნიციპალიტეტში 160 რესპირატურული ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. შედარებით გართულებული შემთხევა 7 მათგანს გამოუვლინდა, რის გამოოც საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ამ დროისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტში ღორის გრიპის არც ერთი ლაბორატორულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება, თუმცა საქართველოში გრიპის ვირუსით, კერძოდ H1N1 -ით ამ სეზონზე 8 ადამიანი გარდაიცვალა.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი