ხანძარი ჩუმლაყში

ხანძარი ჩუმლაყში
    ჩუმლაყში , ხუცოშვილების ოჯახში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული 40 წლის არჩილ ხუცოშვილი თბილისის ერთ ერთ საავადმყოფოში მკურნალობს. მას გურჯაანის ,,ჯეო ჰოსპიტალსში " პირველადი დახმარება გაეწია , თუმცა ზედა კიდურებზე მიღებული დამწვრობის სირთულის გამო დაშავებულის თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო. შეგახსენებთ, რომ ხუცოშვილების სახლს ხანძარი გაუჩნდა, სავარაუდო მიზეზი კი შეშის ღუმელის ბენზინით ანთება გახდა. შედეგად დამწვარია ორი ოთახის იატაკი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. შემთხვევის ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი