საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა საპენსიო სისტემაში იძულებით ჩართვის გაუქმებას ითხოვს

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა საპენსიო სისტემაში იძულებით ჩართვის გაუქმებას ითხოვს

9-01-2019, 12:11

602 - ჯერ



არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის გაუქმებისა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მისი მოქმედების შეჩერების მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს.ორგანიზაციას მიაჩნია, რომ დაგროვებით საპენსიო სისტემაში სავალდებულოდ ჩართვა და საპენსიო ფონდში სავალდებულო შენატანის დაწესება გაუმართლებლად ზღუდავს დასაქმებულის საკუთრების უფლებას, ხოლო დამსაქმებლისთვის, საკუთრების ჩამორთმევას უტოლდება. ორგანიზაციისვე შეფასებით, ბიუჯეტიდან დასაქმებულის სასარგებლოდ საპენსიო ფონდში სახსრების მიმართვა არ ეფუძნება თანასწორობის პრინციპს და მოქალაქეთა ქონებრივი ნიშნით დისკრიმინაციას იწვევს. შეგახსენებთ, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 01 იანვრიდან ამოქმედდა. 40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეებისთვის დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულოა. ისინი ვალდებულნი არიან საპენსიო ფონდში დასაბეგრი ხელფასის 2% შეიტანონ. თანხის გადარიცხვას ახორციელებს დამსაქმებელი დასაქმებულის სახელით.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები