საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გახანგძლივდა

საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გახანგძლივდა
    საგანმანათლებლო დაწესებულებებში ზამთრის არდადეგები 18 იანვრამდე, პარასკევამდე გახანგრძლივდა-ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, არდადეგების პერიოდი დამატებით გამოიყენონ სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად. სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ კი სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები. შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები და სკამები, სასკოლო ინვენტარი. ასევე, უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი