გურჯაანში გრიპის ვირუსის პიკია- რა რჩევები უნდა გაითვალისწინოთ?

გურჯაანში გრიპის ვირუსის პიკია- რა რჩევები უნდა გაითვალისწინოთ?
    გურჯაანში გრიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა გაიზარდა.გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემებით, გასულ კვირას ოჯახის ექიმს 1020-მა პაციენტმა მიმართა, აქედან 180-ს გრიპისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა. დღეის მდგომარეობით კი გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის საავადმყოფოში მკურნალობას 27 პაციენტი გადის. აღსანიშნავია, რომ გურჯაანში პაციენტს ლაბორატორიულად ვერ უდგენენ, ვირუსი არის თუ არა H1N1. ამის მიუხედავად, გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა უკვე გასცა 2 კოლოფი ანტივურუსული მედიკამენტი ტამიფლუ. შეგახსნებთ, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამ მედიკამენტის უფასოდ მიღება შესაბამისი ცნობის წარდგენის შემთხვევაში შეუძლიათ ორსულებს, ქრონიკულად დაავადებულებს, პენსიონერებს, ბავშვებსა და სოციალურად დაუცველებს. გთავაზობთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლად:скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი