გურჯაანის საკრებულომ 2019 წლის სოციალური პროგრამა დაამტკიცა

გურჯაანის საკრებულომ 2019 წლის სოციალური პროგრამა დაამტკიცა
    სიახლე გურჯაანის მუნიციპლიტეტის 2019 წლის სოციალურ პროგრამაში. საკითზხე საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. კერძოდ, სოციალურ პაკეტს დაემატა ერთ წლამდე ასაკის ბავშვების კვების ხარჯი, გარდა ამისა, ამიერიდან საწოლს მიჯაჭვული მოხუცები მერიისგან ყოველთვიურად 50 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ონკოლოგიურ ავადმყოფებს კი წელიწადში 1000 ლარამდე დაფინანსება ექნებათ. რაც შეეხება მედიკამენტებს 120 ათასი ქულის მქონე მოქალაქეები ერთჯერადად 100 ლარს, ხოლო სხვადასხვა დაავადების მქონე პირები 600-დან 1200 ლარამდე მიიღებენ. სარეაბილიტაციო კურსი დაუფინანსდებათ დაუნის და აუტისტური სპექტრის 18 წლამდე ასაკის ბავშვებსაც. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ბიუჯეტში სოცილურ სფეროზე მილიონ 249 ათას 500 ლარია გამოყოფილი.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი