განათლების რეფორმის შემაჯამებელი პრეზენტაცია - როგორია პრემიერ-მინისტრის ხედვა

განათლების რეფორმის შემაჯამებელი პრეზენტაცია - როგორია პრემიერ-მინისტრის ხედვა
    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, განათლების რეფორმის შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა. მამუკა ბახტაძის განმარტებით, განათლების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის ერთადერთი გზა ცვლილებებია. მისი ინფორმაციით „განათლების რეფორმაში პრიორიტეტი იქნება მასწავლებელი და მისი საზოგადოებრივი სტატუსი. ადეკვატური გახდება მასწავლებლის შრომის ანაზღაურება, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებს, ინკლუზიურობას და სასკოლო სივრცეში მათ ინტეგრაციას, უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო, ძალადობისგან თავისუფალი და კეთილგანწყობილი გარემო. მოხდება სკოლების აშენება-რეაბილიტაცია. ასევე უნდა მოხდეს სწავლის ხარისხის გაუმჯობესება, ეს კი მისი თქმით, ხელს შეუწყობს სკოლების წარმატებას. მამუკა ბახტაძე რეფორმის კრიტიკოსთა აზრსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ განათლების სფეროში აუცილებლად იქნება დადებითი შედეგები.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი