თელავის გივი ჩოხელის სახელობის საფეხბურთო სტადიონს რეაბილიტაცია სჭირდება

თელავის გივი ჩოხელის სახელობის საფეხბურთო სტადიონს რეაბილიტაცია სჭირდება
    თელავის გივი ჩოხელის სახელობის საფეხბურთო სტადიონს რეაბილიტაცია სჭირდება. აქ ავარიულია ტრიბუნა. დამტვრეულია სკამები, რის გამოც საფეხბურთო მატჩებზე მაყურებელს ფეხზე უწევს დგომა. სტადიონზე მოუწესრიგებელია სხვა ინფრასტრუქტურაც, მათ შორის სათამაშო მოედანი. ა. საფეხბურთო კლუბ „თელავის“ სპორტსმენები გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე არსებული პრობლემების შესახებ საუბრობენ და მის მოგვარებას ითხოვენ. თელავის მერიის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის შესაძენად 100 ათასი ლარია გამოყოფილი, ამ ეტაპზე კი დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი