გურჯაანის,,ალაზანის " მთავარი მწვრთნელი უეფას კატეგორიის C ლიცენზიის მფლობელი გახდა

გურჯაანის,,ალაზანის
    გურჯაანის საფეხბურთო კლუბ ,,ალაზანის " მთავარი მწვრთნელი , ოთარ ვარამიშვილი უეფას კატეგორიის ც ლიცენზიის მფლობელი გახდა. კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი მას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადასცა. ოთარ ვარამიშვილის თქმით, გადასამზადებელი ტრენინგები ლაგოდეხში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც მასთან ერთად კახეთის 51 მწვრთნელი იღებდა მონაწილეობას. რაც შეეხება ,,ალაზანის" სამომავლო გეგმებს, გუნდი ამჟამად რეგიონულ ლიგაში თამაშობს და ფეხბურთელები რამდენიმე დღეში აქტიურად დაიწყებენ საქართველოს ჩემპიონატისთვის მზადებას, რომელიც მარტის შუა რიცხვებში იწყება.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი