ეტიკეტირების ახალი წესი და შეხვედრა მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან

ეტიკეტირების ახალი წესი და შეხვედრა მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან

14-02-2019, 00:09

441 - ჯერ

2019 წლის 1 მარტიდან მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ახალი ტექნიკური რეგლამენტით დარეგულირდება. ამასთან დაკავშირებით დღეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ბიზნესოპერატორებს განუმარტათ, რომ პროდუქციაზე ვადის ამოწურვამდე მათთვის გავრცელდება გარდამავალი პერიოდის რეგულაცია. ეს პერიოდი კი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ბიზნესოპერატორების ინფორმირებულობისათვის. ახალი წესის მიხედვით, რომელიც მარიტდან უნდა ამოქმედდეს, გაზრდილია ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი , ასევე განისაზღვრა შრიფტის ზომა, ფორმა და ადგილი.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები