ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ კანონი მკაცრდება - მოსახლეობის შეფასებები

ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ კანონი მკაცრდება - მოსახლეობის შეფასებები

22-02-2019, 23:07

835 - ჯერ



ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ კანონი მკაცრდება. ახალი კანონპროექტი, რომლის ინიციატორიც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოა, პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა, ან დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება შინაპატიმრობით, ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით. ამჟამად მოქმედი კანონით, ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობა ადმინისტრაციული წესით 100-დან 500-ს ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. ცხოველებთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივას დადებითად აფასებენ გურჯაანში გამოკითხულ რესპონდენტები, მათი აზრით მსგავსი ფაქტები მომრავლდა და სახელმწიფო უწყებების მხრიდან რეაგირებაa საჭირო. გამოკითხვა ჩვენმა კორესპონდენტმა გიორგი ბაღანაშვილმა ჩაატარა.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები