მოსამართლემ ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით კირკიტაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით კირკიტაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა

13-03-2019, 11:14

666 - ჯერ



გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნუნუ ნემსიწვერიძემ ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით კირკიტაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა. მან დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც კირკიტაძის გათავისუფლებას ეხებოდა, განუხილველად დატოვა და განმარტა, რომ ეს საკითხი წინა სასამართლო სხდომაზე უკვე განიხილეს. ადვოკატმა სხდომაზე 2000-ზე მეტი თავდები პირის ხელმოწერა წარადგინა. პროცესს ესწრებოდნენ პარლამენტის ის წევრები, რომლებიც დავით კირკიტაძეს თავდებად უდგებოდნენ. სასამრთლოს წინ დილიდან მობილიზებული იყოვნენ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და საპატრულო პოლიცია.პროცესის დასრულების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ამით ბრძოლა არ დასრულებულა. შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალად ველისციხის ინციდენტის დროს სამართალდამცავზე თავდასხმა ედება. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მომავალი სასამართლო სხდომა 19 მარტს 15:00 საათზე ჩაინიშნა.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები