საბრძოლო მოქმედებებს პანკისელი 25 წლის ამირან ბორჩაშვილი ემსხვერპლა

საბრძოლო მოქმედებებს პანკისელი 25 წლის ამირან ბორჩაშვილი ემსხვერპლა
    სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურის მკვიდრი, 25 წლის ამირან ბორჩაშვილი დაიღუპა. ოჯახი თანასოფლელებისგან სამძიმარს იღებს. 21 წლის ამირან ბორჩაშვილი სირიაში 2015 წლის აგვისტოში , თანასოფლელთან, ასლანბეგ ბორჩაშვილთან ერთად წავიდა. ახალგაზრდები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ. ისინი თურქეთის გავლით სირიაში მას შემდეგ გადავიდნენ, რაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით უკვე დაკავებული ჰყავდა სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი აიუფ ბორჩაშვილი. ამირან და ასლანბეგ ბორჩაშვილები „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდნენ. ასლანბეგ ბორჩაშვილი სირიაში 2016 წლის ივნისში დაიღუპა. არაოფიციალური მონაცემებით 2012 წლიდან დღემდე სირიაში საბრძოლო მოქმედებებს 34 პანკისელი ემსხვერპლა.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი