გახშირებული ხანძრები - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

გახშირებული ხანძრები - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
    ხანძარი გურჯაანში. ცეცხლი ე.წ. „ბელახევის“ ტერიტორიაზე, ტყის პირას ხმელ ბალახს მოედო. ადგილზე ორი სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული. დღეს მეხანძრეების გამოძახება გახდა საჭირო ქალაქის კიდევ ერთ ქუჩაზე, სადაც ცეცხლი ბუჩქნარს გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. კახეთის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის, გიორგი ჩარკვიანის ინფორმაციით, რეგიონში, თებერვლიდან საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყებასთან ერთად ხანძრების შემთხვევებმა იმატა. შედეგად ზიანდება ვენახები, ან საფრთხე ექმნება ახლო მდებარე ტყის მასივებს.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი