შუამთის ტყესთან ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

შუამთის ტყესთან ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

15-03-2019, 22:10

1146 - ჯერ



ავარია შუამთის ტყესთან. გომბორი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. საპირისპიროდ მოძრავ სატვირთოს „ჯიპის“ მარკის მანქანა შეეჯახა, შედეგად გარდაიცვლა მსუბუქი მანქანის მძღოლი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები