სუს-ის განცხადება ზელანდიის ტერაქტისას გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათებზე

სუს-ის განცხადება ზელანდიის ტერაქტისას გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათებზე
    ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა. "უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები. მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო. -ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი