21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება

21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება

21-03-2019, 23:28

651 - ჯერ



21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება. მიზანი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრირებაა. დაუნის სინდრომი ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება და ამ დაავადების მქონე ბავშვი შესაძლებელია სრულიად ჯანმრთელ მშობლებს ეყოლოთ. გურჯაანის მერიაში დაუნის სინდრომის მქონე 18 წლამდე ასაკის პირების დასახმარებლად სპეციალური პროგრამა მუშაობს.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები