რა მეთოდით გაიცემა კახეთის მუნიციპალიტეტებში ბავშვის 50 ლარიანი დახმარება

რა მეთოდით გაიცემა კახეთის მუნიციპალიტეტებში ბავშვის 50 ლარიანი დახმარება

21-03-2019, 23:29

947 - ჯერ



ბავშვის 50 ლარიანი დახმარების სხვადასხვა მეთოდით გაცემა დღეიდან დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის 36 მუნიციპალიტეტში, 50-დან 30 ლარი ბავშვის კვების ბარათზე დაირიცხება, ხოლო დარჩენილი 20 ლარი ფულადი ბენეფიტის სახით დარჩება. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი 50 ლარის ოდენობის საარსებო შემწეობა ფულის სახით გაიცემა. რაც შეეხება კონკრეტულად კახეთს, კვების ბარათით მხოლოდ დედოფლისწყაროში მცხოვრები ბენეფიციარები ისარგებლებენ, დანარჩენ 7 მუნიციპალიტეტში თანხა ოჯახის საბანკო ბარათზე ჩაირიცხება. უწყების ინფორმნაციით, ლიბერთი ბანკის" ფილიალებიდან „კვების ბარათისა“ და საარსებო შემწეობის თანხის გატანა უკვე შესაძლებელია. შეგახსენებთ, რომ იანვრიდან, ყოველ 16 წლამდე ასაკის წევრზე 50 ლარის ოდენობის შემწეობას 100 001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახები იღებენ.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები