პოლიციამ ვეჯინის ბიბლიოთეკის ინვენტარის დაზიანების ფაქტზე ორი არასრულწლოვანი გამოავლინა

პოლიციამ ვეჯინის ბიბლიოთეკის ინვენტარის დაზიანების ფაქტზე ორი არასრულწლოვანი გამოავლინა
    კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ ვეჯინში მდებარე ბიბლიოთეკის ინვენტარის დაზიანების ფაქტზე ორი არასრულწლოვანი გამოავლინეს. გამოძიების მიხედვით, მოზარდებმა 7 აპრილს სოფელ ვეჯინში ბიბლიოთეკის ინვენტარი დააზიანეს, შენობაში დაცული წიგნები გაანადგურეს, ასევე, ავეჯის და ნივთების დაწვა სცადეს. ორივე არასრულწლოვანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი