გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი გაიმართა

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი გაიმართა

13-04-2019, 14:25

823 - ჯერ



გურჯაანის რაიონულ სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის საქმის არსებითი განხილვა განაახლა. დღეს პროცესი დახურული იყო. სხდომაზე ველისციხეში მომხდარი ინციდენტის ბრალდების სამი მოწმე დაიკითხა. დღეს, კირკიტაძის ადვოკატმა მოსამართლეს შუამდგომლობითაც მიმართა სასამართლოს საჯაროდ გახსნის შესახებ, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. დავით კონდახიშვილის განმარტებითვე კირკიტაძეს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა 25 აპრილს ეწურებოდა მოსამართლემ კი დღეს სხდომაზე საკითხი დაჩქარებული წესით განიხილა და ვადა გაუგრძელა. ბრალდების მხარის შუანდგომლობა არც პატიმრობის გირაოდ შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდა. შემდეგი სასამართლო 19 აპრილს გაიმართება.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები