კახეთის პოლიციამ 16 წლის ბიჭი მანქანის ქურდობის ბრალდებით დააკავა

კახეთის პოლიციამ 16 წლის ბიჭი მანქანის ქურდობის ბრალდებით დააკავა
    გუშინ ღამით კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 16 წლის ბიჭი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვანმა გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მან ჩადენილი დანაშაული აღიარა. პოლიციამ მოპარული ავტომანქანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი