გურჯაანში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ,,თოფუზი,, გაიმართა

გურჯაანში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ,,თოფუზი,, გაიმართა

24-04-2019, 00:07

752 - ჯერ



გურჯაანში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ,,თოფუზი,, დასრულდა. 15-მდე მოსწავლემ რეჟისორებთან ერთად მოკლემეტრაჟიანი ფილმი შექმნა. ღონისძიება დრამ- შოუთი დაიწყო და ანიმაციური ფილმების ჩვენებით დასრულდა. ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, გურჯაანელი მოსწავლეების მიერ შექმნილი ანიმაციური ფილმი ბათუმის საერთაშორისო ანიმაციური ფილმების კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. პროექტი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული მუნიციპალური კულტურის ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები