სტიქიის გამო თელავის ორ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი ერთი კვირით შეჩერდა

სტიქიის გამო თელავის ორ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი ერთი კვირით შეჩერდა
    თელავის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის, ლალისყურისა და ფშაველის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ერთი კვირით შეწყდა. მიზეზი სტიქიის შედეგად მდინარე სტორის მიერ დაზიანებული წყლის სათავე ნაგებობაა. სწორედ ამის გამო მიიღო თელავის მერიამ პრევენციული ზომები და ორივე ბაღი დროებით დახურა. წინასწარი ინფორმაციით, სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტი 5 მილიონ ლარამდე აზარალა. ღვარცოფმა ძირითადად ინფრასტრუქტურა გაანადგურა.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი