ისეთი ძლიერი წვიმა, როგორიც ლაგოდეხში 4-5 მაისს მოვიდა, 2006 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა

ისეთი ძლიერი წვიმა, როგორიც ლაგოდეხში 4-5 მაისს მოვიდა, 2006 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა
    ისეთი ძლიერი წვიმა, როგორიც ლაგოდეხში 4-5 მაისს მოვიდა, 2006 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. მონაცემებს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისის თვე ხშირი, ელჭექის ხასიათის ნალექებით და ზოგან სეტყვით ხასიათდება, რაც აღმოსავლეთ საქართველოსთვისაა დამახასიათებელი კლიმატურ მონაცემებზე დაყრდნობით. მოსული უხვი ნალექები კი განპირობებულია კავკასიის ჩრდილოეთიდან გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებით. რაც შეეხება მოსალოდნელ ამინდს, სინოპტიკოსების ინფორმაციით,15 მაისიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი