რა სანქციებს ითვალისწინებს ტყეში სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა

რა სანქციებს ითვალისწინებს ტყეში სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა

18-05-2019, 10:44

627 - ჯერ



ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომლებიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება. საფრთხეების თავიდან ასაცილებლად შესაბამისმა სამსახურებმა საპიკნიკე ზონებში, საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ნიშნები დაამონტაჟეს. ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, 100-დან-200 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს. დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში კი კანონი ოთხიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები