ომალოში ელექტროგადამცემი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ომალოში ელექტროგადამცემი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

18-05-2019, 10:48

714 - ჯერ



პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ელექტროგადამცემი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა წლების განმავლობაში ძლიერი ქარისა და წვიმის დროს,ზოგჯერ ელექტროენერგიის გარეშე რჩებოდა. ,,ენერგო- პრო ჯორჯიას" გადაწყვეტილებით სოფელ ომალოში 0,4 კვ-იანი ხაზს, 2 სატრანსფორმატორო ჯიხურს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. ასევე შეიცვლება ავარიული ძველი საყრდენები ახლით. ღია სადენის ნაცვლად 8 კილომეტრზე ახალი, დახურული კაბელი დამონტაჟდება. ქსელის რეაბილიტაციასთან ერთად, სოფ. ომალოში მცხოვრებ 250 აბონენტს, კომპანია ახალ კარადის მრიცხველს დაუმონტაჟებს. ომალოში ქსელის სრული რეაბილიტაცია ივნისის ბოლოს დასრულდება.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები