ვითარება ფშაველი-აბანო-ომალის გზის 56-ე კმ-ზე

ვითარება ფშაველი-აბანო-ომალის გზის 56-ე კმ-ზე
    ფშაველი-აბანო-ომალის გზის 56-ე კმ-ზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად წყლის დონემ დაიწია, თუმცა ამ დროისთვის, გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტით. ასევე გრძელდება სტიქიური მოვლენებით წარმოშობილი ტბის წყლის დონის დაკლებისა და გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გზის 56-ე კილომეტრზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო ხელოვნური ტბა წარმოიქმნა და 600 მეტრამდე სიგრძის საავტომობილო გზა წყლით დაიფარა.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი