არასრულწლოვანის გაუპატიურების საქმეზე 40 წლამდე მამაკაცს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

არასრულწლოვანის გაუპატიურების საქმეზე 40 წლამდე მამაკაცს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

11-06-2019, 23:12

649 - ჯერ



16 წლის გოგოს გაუპატიურების საქმეზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 40 წლამდე მამაკაცს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დახურულ რეჟიმში ჩატარდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს. არასრულწლოვანი ადვოკატთან ერთად დამატებით კიდევ გამოიკითხა. მსხვერპლი პოლიციამ დაზარალებულად ცნო. სამართალდამცველებმა მამაკაცი გუშინ დააკავეს. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ის ახალშობილის მამაა. შეგახსენებთ, რომ მამაკაცს ბრალი 137-ე მუხლით წაუყენეს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები