გიორგი გაბუნიას მონოლოგი - ჟურნალისტების შეფასებები

გიორგი გაბუნიას მონოლოგი - ჟურნალისტების შეფასებები
    ,,რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემაში ,,პოსტსკრიპტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგს დღეს დილიდან შეფასებები მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. მედია ექსპერტ ნათია კუპრაშვილის თქმით, აღნიშნული ფაქტი ნაწილი იყო ბოლო პერიოდის მოვლენებისა, რომელიც საფრთხისშემცველია. იგი გამოსავალს ეფექტურ თვითრეგულირებაში ხედავს. საკითხს გამოეხმაურნენ ჟურნალისტები კახეთში. შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს, „რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო ბოდიში მოიხადეს. მოგვიანებით, „რუსთავი 2“-ის შენობასთან აქცია გაიმართა. პროტესტის ნიშნად ტელეკომპანიის ორმა თანამშრომელმა სამსახური დატოვა.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი